loader

“ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ - კადრები რესპუბლიკის მოედნიდან, სადაც შეკრებილებმა ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით, საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ - კადრები რესპუბლიკის მოედნიდან, სადაც შეკრებილებმა ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით, საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს

რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას "ერთად ევროპისკენ" მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრების მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველოს სურს ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან, თუმცა პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, სხვადასხვა სფეროდან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შეუერთდნენ.

აქციაზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით დაფიქსირონ ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი, რომ მათ ევროპული ოჯახის წევრობა სურთ. აღნიშნული დროშა შემდგომში ბრიუსელში გაიგზავნება.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები.

ვიდეო: ელენე ხოშტარია