აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლისთვის გაათავისუფლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია "ტვ-25"-ის ჟურნალისტის მიმართ მომხდარი ფაქტის გამო აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი, ჯონი ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა 2012 წლის 16 თებერვალს, ბათუმში, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, ჯონი ბაკურიძისა და ტელეკომპანია "ტვ-25"-ის ჟურნალისტს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები.
გენერალური ინსპექციის ხელთ არსებული მასალები იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ჯონი ბაკურიძემ პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინა და იგი განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს უხდის "ტვ-25"-ის ჟურნალისტებს მომხდარი ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პატივისცემას მათი საქმიანობის მიმართ.
იხილეთ "ტვ 25 " -ის სიუჟეტი