რას წერს შაკირა ჟერარ პიკესთან განშორების შემდეგ - "უმორჩილესად გთხოვთ"
შაკირა მეუღლესთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს:
„გულისწყვეტით ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა, შვილების კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს და პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, – აცხადებს შაკირა.
შეგახსენებთ, წყვილი ერთად 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ 7 და 9 წლის ვაჟები ჰყავთ.