loader

"ყავას დავლევით და ვეტყოდი რომ..." - რას ეტყოდა გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყავას დავლევით და ვეტყოდი რომ..." - რას ეტყოდა გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილს

ღარიბაშვილთან ყავას დავლევდი და რამეზე ვისაუბრებდით, რამდენიმე რჩევას მივცემდი, გამოადგებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გახარიამ განაცხადა, რომ იქ ღარიბაშვილიც იყო.

„ახლა ისე არ გამოვიდეს, ამერიკაში იყავი და იქ მიშას შეხვდითო. სხვათა შორის, პრემიერს კინაღამ შევეყარე, ღარიბაშვილიც იქ იყო“, - განაცხადა გახარიამ.

კითვაზე, თუ რას გააკეთებდა პრემიერთან შეხვედრისას, გახარიამ ასე უპასუხა: „არაფერი, ყავას დავლდევდით და რამეზე ვისაუბრებდით. რამდენიმე რჩევას მივცემდი, გამოადგებოდა. ეს ორი - ყოფილი და მოქმედი პრემიერის საქმეა, ეს პროცესი გადაივლის, რომელიც ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვან საკითხს ეხება და შემდეგ, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად, ღარიბაშვილს კი არა, ეშმაკსაც შევხვდები“, - განაცხადა გახარიამ.