loader

თუ ამ წუთებში დეზერტირების ბაზართან გაივლით ეს დაგხვდებათ - გამვლელები ინტერესით აკვირდებიან სანახაობას, უღებენ ვიდეოებსა და ფოტოებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ ამ წუთებში დეზერტირების ბაზართან გაივლით ეს დაგხვდებათ - გამვლელები ინტერესით აკვირდებიან სანახაობას, უღებენ ვიდეოებსა და ფოტოებს

ბოსტნეული პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან. თუ ახლა დეზერტირების ბაზართან გაივლით, აგროპროდუქტებით დატვირთულTesla-ს დაინახავთ. მეტიც, შეძლებთ კიტრი, პომიდორი, სტაფილო და სხვაბოსტნეული პირდაპირ ავტომობილის საბარგულიდან იყიდოთ.

გამვლელები ინტერესით აკვირდებიან სანახაობას, უღებენ ვიდეოებსა და ფოტოებს. ბევრი მათ სოციალურ ქსელებში ავრცელებს. აქტივობის ინიციატორი აგროტექნიკისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი დისტრიბუტორი „აგროსფეროა“, ხოლო იდეის ავტორი კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონი“. ღონისძიების მიზანი აგრომეურნეობაში თანამედროვეტექნიკის როლის საზოგადოებისთვის შეხსენება და ამ საკითხის ირგვლივ მისიინფორმირებაა.„აგროსფერო“ უკვე 18 წელია რეგიონში ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარება, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნიკითა და მცენარეთამოვლის საშუალებებით და უწევს აგრო-კონსულტაციას.„აგროსფეროში“ ამბობენ, რომ სურთ თანამედროვე ფერმერობის შესახებ მეტადამიანს გააგებინონ და აგრომეურნეობაში ინოვაციური ტექნოლოგიებისმნიშვნელობა მათ სხვადასხვა ფორმით დაანახონ. გვპირდებიან, რომ Tesla-სდეზერტირების ბაზარში გამოჩენით დაწყებული კამპანია კიდევ დიდხანს გაგრძელდება და საინტერესო ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ მალე გაგვაგებინებენ.მანამდე კი, Tesla-დან ბოსტნეულის საყიდლად დრო ჯერ კიდევ გაქვთ. თუმცა,იჩქარეთ, ავტომობილი დეზერტირების ბაზარს 14:00 საათისთვის დატოვებს.