loader

"ვინ არის მატყუარა? იმის დედას შე**ი" - რა ხდება ამ წუთებში ბორჯომის ქარხანასთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინ არის მატყუარა? იმის დედას შე**ი" - რა ხდება ამ წუთებში ბორჯომის ქარხანასთან?

ბორჯომის ქარხნის 400-მდე თანამშრომელი 31 მაისიდან არის გაფიცული. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

"ჩვენი მოთხოვნებია - უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა. დაახლოებით, 400 ადამიანია გაფიცული. ორივე ქარხანა გაჩერებულია. სამედიაციო პროცესი წარუმატებლად დასრულდა, ჩვენ დავიცავით კანონმდებლობა, ჩვენ წარმოგვეშვა კანონიერად გაფიცვის უფლება და გავიფიცეთ იმ დრომდე, სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება" - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.

ვიდეო: "ტვ პირველი"