loader

"სადაც მოაჯირი გაინგრა, იმ სკამზე მამა იჯდა 5 წლის შვილთან ერთად... დააყენონ კამერები, მოვითხოვოთ!" - რა გამოხმაურება მოჰყვა გუშინ მოსკოვის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადაც მოაჯირი გაინგრა, იმ სკამზე მამა იჯდა 5 წლის შვილთან ერთად... დააყენონ კამერები, მოვითხოვოთ!" - რა გამოხმაურება მოჰყვა გუშინ მოსკოვის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას?

"დააყენონ კამერები, მოვითხოვოთ! ძალიან საშიშია ეს პარკი" - ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე წერს და ვიდეოს აქვეყნებს, რითაც გუშინ მოსკოვის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება.

აღნიშნული ვიდეოს კომენტარებში საზოგადოების ნაწილი წერს, რომ "ჭკვიანი კამერების" დამონტაჟება აუცილებელია, თუმცა მთავარი მაინც მძღოლის შეგნებაა, რომ დასახლებულ პუნქტში ჩქარა არ იაროს.

"პარკია საშიში თუ ადამიანთა ქცევა?"

"თუ თვითშეგნება არ აიმაღლა ხალხმა და სხვისი სიცოცხლის პატივისცემა არ ისწავლა, ისე არც კამერა უშველის, არც ჯარიმა და არც არაფერი. სადაც მოაჯირი გაინგრა, იმ სკამზე მამა იჯდა 4-5 წლის შვილთან ერთად, ვხედავდი, როგორ გადაუფრინათ ზემოდან მოაჯირის და მანქანის ნამსხვრევებმა. სასწაულმა გადაარჩინა, რომ არაფერი არ დაუშავდა არცერთს"...

"მოვითხოვოთ, დავწეროთ განცხადებები, სანამ ვინმეს არ შეიწირავენ! ჩვენი შვილები დადიან აქ ყოველდღე და სწრაფი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამას";

"მე სულ მიკვირდა, მარტო გზაჯვარედინიდან რატომ იყო დაყენებული ჭკვიანი კამერა. ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ რაც ამ გზაზე ავარიები ხდებოდა… ყველამ იცის, რაც იყო! პარკის მოწყობის მერე ვინმემ დაიჯერა, რომ აქ მხოლოდ 40-ით ისეირნებდა ვინმე? ადამიანის შეგნება რა ვთქვი, თორემ ასეთ ადგილას მარტო კამერა უნდა გაკავებდეს? ასობით ბავშვია ყოველდღე ამ პარკში და არა მარტო ბავშვი. მადლობა ღმერთს, მაგ დროს არავინ არ იყო და თვითონაც გადარჩა";

"პარკი კი არ არის საშიში - გადარეული მძღოლები არიან საშიშები";

"კამერაც არ უშველის, თუ მაგ სიჩქარით დადის მძღოლი, აზრი არ აქვს";

"კამერები არაფერ შუაშია, თუ ჯერ თვითშეგნება არ გექნება. ამდენი უბედური შემთხვევა მოხდა, იქ ბავშვს დაუნგრიეს ცხოვრება, ოპერაციას ოპერაციაზე უკეთებენ. იქ თელავში ქალი მოკვდა... მეც მძღოლი ვარ და არის მომენტი და შემთხვევა, მაგრამ თუ გაზაობა გინდა, წადი რა რუსთავში ან ბამზე გადი. პროსპექტზე იმდენი ზებრაა, ელემენტარულია, ხალხს არ სცემ, ძმაო, პატივს და არასწორია ეგ. ბავშვები თამაშობენ და ქალები დადიან. ვინმე რომ დაზარალდეს ჩემიანი, ილოცოს... გავითვალისწინოთ ერთმანეთი და ვიზრუნოთ"...

"პროსპექტის ბოლოში უნდა დაყენდეს ორივე მხარეს კამერა, რომელიც სიჩქარის დროს ითვლის და ეგეთი ამბები აღარ იქნება" - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, გუშინ მოსკოვის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მოაჯირს შეეჯახა და შემდეგ ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილში მარტო იყო და სხვა მგზავრი არ ჰყოლია. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.