loader

"სევეროდონეცკში გამართულ ბრძოლებში გარკვეული წარმატება გვქონდა..." - ვოლოდიმირ ზელენსკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სევეროდონეცკში გამართულ ბრძოლებში გარკვეული წარმატება გვქონდა..." - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკში გამართულ ბრძოლებში გარკვეული წარმატება აქვთ, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„სიტუაცია დონბასში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევეროდონეცკში გამართულ ბრძოლებში გარკვეული წარმატება გვქონდა, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამჟამად იქ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, ასევე ახლომდებარე ქალაქებსა და თემებში - ლისიჩანსკში, ბახმუტში და სხვა. ბევრი ქალაქი რუსეთის ძლიერი თავდასხმის წინაშე დგას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთ რეგიონების, კერძოდ, ჩერნიგოვის, "აბსოლუტურად უაზრო" დაბომბვა გრძელდება.

„დაბომბეს მიკოლაევი, ხარკოვი, ხარკოვის რეგიონი. ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებული ტერიტორია ახლა ტოტალური კატასტროფის ზონაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.