loader

რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში, როდესაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში, როდესაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა? - კადრები ადგილიდან

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლე კოტე ჭიკაიამ განმარტა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

დაცვის მხარის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროკურატურას უსაფუძვლო ბრალდება აქვს წარდგენილი.

“პროკურატურის პოზიცია რომ გამოძიება მიმდინარეობს ფინანსური კუთხით, არ ნიშნავს, რომ ბატონი გალიფი დამნაშავეა. ჩვენთვის მოულოდნელად სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბატონ გალიფ ოზთურქს არ ეკუთვნის, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ვიდეო გადაღება, გვიან მოხდა და პოლიციელები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საცხოვრებელ სახლში, როცა ბატონ გალიფს ეძინა”,- განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.