ბრიტანეთში დედოფლის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავი ცერემონია 4 წლის პრინცმა ლუიმ დაჩრდილა, როდესაც მის თავზე თვითმფრინავებმა გადაიფრინეს
დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავი ოთხდღიანი ცერემონია ბრიტანეთის სამხედრო ძალების ისტორიის გამოფენით დაიწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველაფერი, ცხენისა და ქვემეხის დროიდან დაწყებული, რეაქტიული ტრანსპორტის ეპოქით დამთავრებული.
„პლატინის იუბილესთან“ დაკავშირებით დედოფალმა სამადლობელი წერილით მიმართა ბრიტანეთისა და თანამეგობრობის მოსახლეობას.
დედოფალი ღონისძიების ბოლოს ბუკინგემის სასახლის აივანზე ოჯახის წევრებს შეუერთდება, ოჯახის წევრებს შორის იყო 4 წლის პრინცი ლუი, რომელმაც ცერემონიალზე ყველა დაჩრდილა თავისი სახალისო საქაციელებით, როდესაც მის თავზე 70 თვითმფრინავმა გადაიფრინა.