loader

“მივმართავთ ყველას თხოვნით...“ - ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მივმართავთ ყველას თხოვნით...“ - ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორმაგად დიდი ტკივილია ჩვენთვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში, არ არსებობდა.

გასულ სამშაბათს, 31 მაისს, მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგ იგი გავიდა სამსახურში. ამას ადასტურებენ მისი კოლეგებიც და მეგობრებიც, ვისთანაც ილიას შეხება ჰქონდა სამშაბათს, უშუალოდ ტრაგედიის წინა დღეს გვიან საღამომდე და ვისთანაც ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები უშუალოდ გუშინ, ოთხშაბათს, 1-ელ ივნისს, გარდაცვალების დღეს. და მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში.

ვფიქრობთ, რომ დაუშვებელი იყო ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ, რამაც უშუალოდ ბიძგი მისცა ამ ვერსიის და ასგვარი ჭორის გავრცელებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახის და განსაკუთრებით, ილიას არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობის გათვალისწინებით, მივმართავთ ყველას თხოვნით, შეწყდეს სუიციდზე და ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საჯარო საუბრები სოციალურ ქსელებში თუ ტელეეთერებში, ვიდრე არ დასრულდება მიმდინარე გამოძიება და არ დაიდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა.

ესაა ჩვენი ოჯახის უმორჩილესი სათხოვარი და ყველა კეთილგონიერი ადამიანი, იმედია, ამას გაითვალისწინებს.

მადლობას ვწირავთ საზოგადოებას, ვინც იზიარებს ჩვენს განუსაზღვრელ ტკივილს.“