loader

რა ხდება ამ წუთებში ისანში - როგორ მუშაობენ მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ისანში - როგორ მუშაობენ მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად

ისნის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი მეორად საბურავებსა და ნარჩენებს უკიდია.

მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

„ავტონაწილების ბაზრობაზე მეორადი საბურავები და ნარჩენები იწვის. ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.