loader

“როგორც ჩანს, იარაღი გასაწმენდად აიღო; ეს არის უბედური შემთხვევა“ - რას აცხადებენ ილია ელოშვილის გარდაცვალების შესახებ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“როგორც ჩანს, იარაღი გასაწმენდად აიღო; ეს არის უბედური შემთხვევა“ - რას აცხადებენ ილია ელოშვილის გარდაცვალების შესახებ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები საუბრობენ. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

ილია ელოშვილის ბავშვობის მეგობრის, ლაშა ქევანიშვილის ინფორმაციით, იარაღი, რითაც გასროლა მოხდა, ილია ელოშვილს ეკუთვნოდა და მას ლეგალურად ფლობდა.

"ილიამ იარაღი რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას ლეგალურად ფლობდა. საბედისწერო ღამეს მას კონტაქტი ჰქონდა არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ მეგობრებთან. გეგმავდა მომდევნო დღეების გატარებას, იყო სრულიად ადეკვატური და ხალისიანი. როგორც ვიცი, უძილობა აწუხებდა და როგორც ჩანს, იარაღი გასაწმენდად აიღო. ეს არის უბედური შემთხვევა. ძალიან კარგად ვიცნობდი მას, მორწმუნე ვაჟკაცი იყო. სუიციდი ძალიან შორს იყო მისგან", - აცხადებს ლაშა ქევანიშვილი. ვრცლად interpressnews.ge