loader

ამ წუთებში ისანში ძლიერი ხანძარია - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში ისანში ძლიერი ხანძარია - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

ისნის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი მეორად საბურავებსა და ნარჩენებს უკიდია.

მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

„ავტონაწილების ბაზრობაზე მეორადი საბურავები და ნარჩენები იწვის. ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს“,-აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.