loader

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები შესაძლოა, საავადმყოფოში გაიმართოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები შესაძლოა, საავადმყოფოში გაიმართოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს სურვილი ექნება და მას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს საშუალებას, რომ გასვლითი სასამართლო სხდომა ჩატარდეს, ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო. სხდომა 15:00 სთ-ზე გაიმართება.