loader

“მოხარული ვარ, რომ გაგიცნობთ“ - „იკიგაის“ ავტორი ფრანსესკ მირალესი საქართველოში ჩამოდის და ქართველ მკითხველს შეხვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მოხარული ვარ, რომ გაგიცნობთ“ - „იკიგაის“ ავტორი ფრანსესკ მირალესი საქართველოში ჩამოდის და ქართველ მკითხველს შეხვდება

13 ივნისს საქართველოს მსოფლიოში ცნობილი ავტორი ფრანსესკ მირალესი ეწვევა, რომლის თანაავტორობით შექმნილი ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო „იკიგაი“ ბესტსელერად იქცა. 14 ივნისს ავტორი თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის თანაავტორობით შექმნილი „იკიგაი“ მოგვითხრობს იაპონურ ფილოსოფიაზე, თუ როგორ „შევაჩეროთ“ დაბერება, როგორ ვიპოვოთ დინება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, რას ნიშნავს იკიგაის დიეტა და სხვა. წიგნი 2016 წელს გამოიცა და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს. ის უკვე 54 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს „შემოვლას“ კვლავაც აგრძელებს.