დათის ისრაელში მე-9 ოპერაცია ჩაუტარდა - "ძალიან გთხოვთ, ისევ და ისევ გავერთიანდეთ"
ისრაელში მცხოვრები ქართველი თეა ცხადაძე შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
"დღეს დათიკოს ისრაელში მე-9 ოპერაცია ჩაუტარდა. ვებრძვით ისევ სოკოს და საშარდე გზების ინფექციას.
ძალიან გთხოვთ, ისევ და ისევ გავერთიანდეთ, მისი მკურნალობა ძალიან დიდ ხარჯებთან არის... დათისთვის თითოეული ლარი, დოლარი, ევრო და შეკელი მნიშვნელოვანია.
ვინც ვერ ახერხებთ მონახულებას, მზად ვარ გემსახუროთ, ხუთშაბათს და პარასკევს მივდივარ დათიკოსთან. მადლობა ყველას გვერდზე დგომისათვის" - წერს თეა ცხადაძე.
დათის დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
შეგახსენებთ, 31 მარტს თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 8 წლის დათი ქოქრაშვილი მძიმედ დაშავდა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, შემდეგ კი ოჯახმა ისრაელში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.