loader

"დაგიარათ ჟრუანტელმა, ხომ? მე კინაღამ ადგილზე მოვკვდი" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიგა მაქარაშვილი უკრაინიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაგიარათ ჟრუანტელმა, ხომ? მე კინაღამ ადგილზე მოვკვდი" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიგა მაქარაშვილი უკრაინიდან?

"მესიჯი მოვიდა გერმანიიდან, ნინო მქვიაო, მე და ჩემს მეუღლეს ბუჩას პროექტში გვინდა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთო, ჩვენი ავტომობილი კარგად შევღებეთო, მოვაწესრიგეთო და აგერ, უკვე უკრაინაშია, უნდა გაჩუქოთო" - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს.

გიგა მაქარაშვილის ინიციატივით, ქალაქ ბუჩაში საბავშვო ბაღი აშენდება.

"საგიჟეთი...

რა აღარ მოხდა ჩვენს თავს, რამდენი უბედურება და განსაცდელი გადავიტანეთ, რამდენჯერ ცრემლები ვერ შეგვიკავებია, რამდენჯერ სიკვდილი გვინატრია, მაგრამ… მერე სულ ხდება ხოლმე ზღაპრული ამბები, რომლებიც სიცოცხლეს გვიბრუნებს და სიკეთის კეთებას უფრო გვანდომებს.

მესიჯი მოვიდა გერმანიიდან, ნინო მქვიაო, მე და ჩემს მეუღლეს ბუჩას პროექტში გვინდა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთო, ჩვენი ავტომობილი კარგად შევღებეთო, მოვაწესრიგეთო და აგერ, უკვე უკრაინაშია, უნდა გაჩუქოთო!!!

დაგიარათ ჟრუანტელმა, ხომ? მე კინაღამ ადგილზე მოვკვდი...

ერთად ყველაფერი გამოგვივა...

ჩემო კარგო ქვეყანავ..." - წერს მაქარაშვილი.

285440414-10224663880197370-8051182835806505945-n-1654155602.jpg