"თუ გვინდა განვკურნოთ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, აქ შეუძლებელია" - ენდოკრინოლოგი
"თუ ჩვენ გვინდა განვკურნოთ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, აქ შეუძლებელია",- ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ენდოკრინოლოგმა ლალი ჯავაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება არა მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა, არამედ გარემოს შეცვლა და კონბინირებული თერაპიის ჩატარება.