loader

"სათუთად ვინახავ, მენანება, რადგან მისი ბოლო საჩუქარია, განძივით მაქვს" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სათუთად ვინახავ, მენანება, რადგან მისი ბოლო საჩუქარია, განძივით მაქვს" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე

რუსთაველის თეატრის გარდაცვლილი მსახიობის, ნიკა ქაცარიძის მეუღლე ნინო ბერიძე ჟურნალ „სარკესთან“ მეორე ნახევარს იხსენებს:

„შეილოკის თამაში უნდოდა ძალიან და „ვეფხისტყაოსნის“ სპექტაკლში რომელიმე პერსონაჟის. უამრავი ოცნება გაიყოლა. გული სწყდებოდა, რომ საქართველოში მსახიობებისთვის ხელსაყრელი პირობები არ იყო. სულ ამბობდა, ჩემს შესაძლებლობებს არ იყენებენ, ძალიან მაგარი როლები შემიძლია შევქმნა, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვსო…

ნიკა საოცრად რომანტიკული იყო. სიურპრიზების მოწყობა და ჩემი გაოცება უყვარდა. ბოლოს საახალწლოდ სუნამო მაჩუქა და სათუთად ვინახავ. მენანება, რომ დავისხა, რადგან მისი ბოლო საჩუქარია. ისე ვუფრთხილდები, განძივით მაქვს. მის გარეშე სრულიად მარტო დავრჩი დედამიწაზე…“.