loader

"ეს ისტორია ჩემთვის ძალიან რთულად გასაგები, დამაფიქრებელი და სულისშემძვრელი აღმოჩნდა" - რას წერს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ისტორია ჩემთვის ძალიან რთულად გასაგები, დამაფიქრებელი და სულისშემძვრელი აღმოჩნდა" - რას წერს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი?

"ჩემთან ყოველ შეხვედრაზე ათეულობით ადამიანი მოდის და საკუთარ გასაჭირს მიზიარებს. ერთ-ერთი მათგანის ისტორია ჩემთვის ძალიან რთულად გასაგები, დამაფიქრებელი და სულისშემძვრელი აღმოჩნდა", - ამის შესახებ საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც მან იმშობიარა.

როგორც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი წერს, მოქალაქესთან სოცმუშაკი და ფსიქოლოგი ყოველდღიურად იმუშავებენ. გარდა ამისა, შესაბამისი სამსახური უმოკლეს დროში თავშესაფრით დააკმაყოფილებს.

"სამყაროს უცოდველი პატარა მოუვლინა, მაგრამ მამამისმა ცოდვად ჩათვალა ამ პატარას სქესი - მდედრობითი.

შემაძრწუნა ფაქტმა, რომ ამ საუკუნეში კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შვილზე თქვან უარი. უკაცრავად, მომიტევეთ, ამ არსებას არც ადამიანი და არც კაცი არ უნდა ეწოდოს. იგი უნდა დაიგმოს საზოგადოების მხრიდან.

ამ არაკაცმა ცოლ-შვილი მარტო დატოვა გაუსაძლის მდგომარეობაში. ახალგაზრდა ქალი მშობლებმა აღარ მიიღეს და რვა თვის შვილით ღია ცის ქვეშ - თავშესაფრის გარეშე დარჩა. ჩვენი ძალისხმევით, მოქალაქესთან სოცმუშაკი და ფსიქოლოგი ყოველდღიურად იმუშავებენ. გარდა ამისა, შესაბამისი სამსახური უმოკლეს დროში თავშესაფრით დააკმაყოფილებს. მაგრამ ეს გამოსავალი არაა. გამოსავალი თითოეული ასეთი ადამიანის ქმედების დაგმობაა და განწყობების შეცვლა, შეცვლა იმ არასწორი წარმოდგენების, რაც სამწუხაროდ, ქვეყანაში ისევ არსებობს", - წერს ზარნაძე.