რა ხდება ამ წუთებში ილია ელოშვილის სახლთან - თბილისის მერის მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს
ილია ელოშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ახლობლების ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილე სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ილია ელოშვილი 47 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.
ვიდეო: "მთავარი არხი"