loader

ახლობლების ინფორმაციით, ილია ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახლობლების ინფორმაციით, ილია ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.

ახლობლების ინფორმაციით, ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.