loader

"გმირთა მოედანზე რუსები ეროტიკულ ფოტოებს იღებდნენ... გმირთა მოედანზე, სადაც ჩვენი გმირების სახელებია გამოსახული" - რა მოხდა თბილისში, გმირთა მოედანზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გმირთა მოედანზე რუსები ეროტიკულ ფოტოებს იღებდნენ... გმირთა მოედანზე, სადაც ჩვენი გმირების სახელებია გამოსახული" - რა მოხდა თბილისში, გმირთა მოედანზე?

"გმირთა მოედანზე რუსები ეროტიკულ ფოტოებს იღებდნენ. თავიდან რომ დავუძახეთ ქართულად - ни понимаю-ო იქიდან, გაბრაზებული ტონით, თითქოს ვალი გვაქვს მთელ ქვეყანას რუსების.

გავუშვით რუსულ ხომალდზე, რის შემდეგაც 2 წუთში დატოვეს იქაურობა.

ყველაზე სამწუხარო ამაში არის ის, რომ არც ერთ მძღოლს ამ ფაქტთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა არ გასჩენია. გმირთა მოედანზე, სადაც ჩვენი გმირების სახელებია გამოსახული. გმირების, რომლებმაც მტერ რუსეთთან ბრძოლაში თავი გასწირეს.

დღეს თუ ამას აკეთებენ, ხვალ უარესს გააკეთებენ. ამიტომ არავინ არაფერი დაუთმოთ ოკუპანტებს, თორემ ძალიან არიან თავს გასულები.

პ.ს. მხოლოდ ამ ფოტოს გადაღება მოვახერხეთ" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს და ამბის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

წყარო: "ჩემი ქალაქი მკლავს"