loader

“ანუ მანიაკალურად მოწყურებული ვარ დანაშაულის ჩადენას და ვგიჟდები საკანში ჯდომაზე“ - ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ანუ მანიაკალურად მოწყურებული ვარ დანაშაულის ჩადენას და ვგიჟდები საკანში ჯდომაზე“ - ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აქვეყნებს:

“მივიღე "მოსამართლე" ჩხიკვაძის "დასაბუთებული" განაჩენი.

თავს არ შეგაწყენთ და იურიდიული დეტალებით არ გადაგტვირთავთ. მოვიყვან მხოლოდ ორ საოცრებას:

1. "მოსამართლის" აზრით, მოქმედი დამფუძნებლების თანხმობა არასაკმარისია და დირექტორს უნდა გაეთვალისწინებინა პოტენციური მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის აზრი და ამგვარად დაედო კონტრაქტი გაყიდვების სახლთან

2. ციტატა: "ნიკა გვარამიას რა თქმა უნდა შეეძლო [მანქანის საკუთარი თავისთვის პრემიის სახით გამოწერა], თუმცა მან კომპანიის საზიანო დანაშაულებრივი სქემა შეარჩია". (ანუ, მანიაკალურად მოწყურებული ვარ დანაშაულის ჩადენას და ვგიჟდები საკანში ჯდომაზე).

უკომენტაროდ.

P.S. 31-გვერდიანი დასაბუთებიდან, 20 გვერდი სამოქალაქო და კორპორაციული სამართალია და ეს განაჩენი სამოქალაქო პალატაში უნდა გავასაჩივრო თუ სისხლის?“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ფოტო: "მთავარი არხი"