loader

ვისთვის და რამდენით იზრდება გაზის ტარიფი 1-ელი ივლისიდან? - "თბილისი ენერჯის" განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვისთვის და რამდენით იზრდება გაზის ტარიფი 1-ელი ივლისიდან? - "თბილისი ენერჯის" განცხადება

შპს "თბილისი ენერჯი" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება.

კომპანიის ცნობით, ბუნებრივი გაზის ფასი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის არ ძვირდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ელი ივლისიდან შპს "თბილისი ენერჯისთვის" კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება.

2022 წლის 1-ლი ივლისიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. მიუხედავად მატებისა, შპს "თბილისი ენერჯის" არსაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ყველაზე დაბალი იქნება ქვეყნის მასშტაბით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, აქამდე "თბილისი ენერჯიმ" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 2020 წლის 3 იანვრიდან გაზარდა. თუ მანამდე ერთ კუბურ-მეტრში ბიზნესი 0.86 ლარს იხდიდა, შემდეგ 1,10 ლარი გახდა. აღნიშნული ტარიფი ბიზნესისთვის 2022 წლის 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს. შემდეგ კი, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 1,35 ლარამდე გაიზრდება.