loader

"ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი, ოპერაცია გაუკეთდა" - არაყიშვილის ქუჩაძე "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელის, ეკატერინე ორჯონიკიძის შვილი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი, ოპერაცია გაუკეთდა" - არაყიშვილის ქუჩაძე "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელის, ეკატერინე ორჯონიკიძის შვილი დაჭრეს

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ნიღბიანმა პირებმა ორი ახალგაზრდა დაჭრეს, მათ შორის ერთ–ერთი ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ეკატერინე ორჯონიკიძის შვილია. შემთხვევა 27 მაისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდებს მოტოციკლეტით მოძრავმა ორმა პიროვნებამ ესროლა.

დაშავებულებს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული. ეკატერინე ორჯონიკიძის 26 წლის შვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მას ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი, მეორე პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ჩემთვის მთავარია, როომ ჩემი შვილი კარგადაა, ახლა უნდა დაველოდოთ სამართალდამცვავებს. მე არ მაქვს სხვა ინფორმაცია, ვარაუდებით ვერ ვისაუბრებ. არ ვიცი ვინ დაჭრა, ისინი შეფუთულები იყვნენ“, – აცხადებს ეკატერინე ორჯონიკიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“.

ორჯონიკიძის თქმით, მისი შვილს ამჟამად მკურნალობა უტარდება და ის სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკითხავს.

„ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი, ოპერაცია გაუკეთდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძილ–ღვიძილშია, ჯერ არ მისაუბრია მასთან“, – ამბობს იგი.

მოხდართან დაკავშირებით შინაგან საქმმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. უწყებაში ბრალდებულების დაკავების შესახებ ინფორმაციას არც გვიდასტურებენ და არც უარყოფენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაჭრის გამო, სამართალდამცავებმა კანონიერი ქურდის შვილები, ძმები კ–ები დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს უკავშირებენ ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების საქმესაც, თუმცა დაკავებულების ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფების კავშირს ორივე საქმეთან კატეგორიულად გამორიცხავს.

წყარო: "სამხრეთ კარიბჭე"