სამგორში, სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭი დაჭრეს, თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული
სამგორში, სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭი დაჭრეს - მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის, გულმკერდის და მუცლის არეში.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები და დაპირისპირება სკოლის მიმდებარედ მოხდა.
როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე 19-109 მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.