loader

"5 დღეში 20 წლით დავბერდი; ვისაც არ გამოუცდია, ვერ გაიგებს" - რას ჰყვება ქალი, რომელმაც ვარკეთილში 2 500 ლარი დაკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"5 დღეში 20 წლით დავბერდი; ვისაც არ გამოუცდია, ვერ გაიგებს" - რას ჰყვება ქალი, რომელმაც ვარკეთილში 2 500 ლარი დაკარგა

ეს 36 წლის ანი ჩიბოშვილია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში 2500 ლარი დაკარგა. ამბობს, რომ ეს თანხა წვალებით შეაგროვა და ამ ფულით ბანკში პროცენტი უნდა დაეფარა. როცა ბანკში მივიდა, აღმოაჩინა, რომ საფულე ცარიელი იყო. ანი ვარაუდობს, რომ თანხა სწორედ მაშინ ამოაცალეს, როცა თავის ერთი წლის ატირებულ შვილს ამშვიდებდა და ჩანთა უყურადღებოდ დატოვა.

სოსოწარკვეთილმა ანიმ ვარკეთილის ჯგუფში საკუთარი გასაჭირის შესახებ დაწერა. მისი გასაჭირი კეთილმა ადამიანებმა გულთან ახლოს მიიტანეს და ანის 300 ლარამდე თანხა შეუგროვეს.

ანი ვარკეთილში 2 მცირეწლოვან შვილთან და მოხუც დედამთილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მეუღლე 2 წლის წინ, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამბობს, რომ თუ თანხა ვერ შეაგროვა და პროცენტის გადახდა ვერ მოახერხა, ხაშურში ერთადერთ ბინას დაკარგავს.

თანხის ჩარიცხვის მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი: GE33BG0000000498831252 თიბისი ბანკი: GE84TB7961545064300020 მიმღები ანა სანოძე.