დააკავეს ძმები კაკულიები, მათი სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას უკავშირდება - რა გახდა მათი დაკავების მიზეზი
სამართალდამცველებმა ძმები, დავით და გუგა კაკულიები დააკავეს, რომლებიც არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაკულიები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არიან დაკავებულები.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, კაკულიების დაკავება შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას უკავშირდებოდეს.
უკავშირდება თუ არა კაკულიების დაკავება ასევე გახმაურებული საქმის - 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის ძიებას, ეს ჯერ უცნობია.