"რა დავაშავე მე ბოლოს და ბოლოს?" - რა განმარტებას აკეთებს ლევან ბერძენიშვილი მის გარშემო ატეხილ სკანდალზე
"რა დავაშავე მე ბოლოს და ბოლოს?" - ლევან ბერძენიშვილმა "ფორმულას" ეთერში მის გარშემო ატეხილ სკანდალზე ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
"ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის: "ომი გინდათ"? ერეკლემაც ეგ თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება?" - განაცხადა ბერძენიშვილმა.