loader

“რადიკალური ოპოზიციის გეგმით: ივნისის ბოლოს საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება მღელვარება, „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა“ - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რადიკალური ოპოზიციის გეგმით: ივნისის ბოლოს საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება მღელვარება, „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა“ - ირაკლი კობახიძე

იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება საზოგადოებას აძლევს პირობას, რომ „ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება“.