უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება
აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
„არტილერიის გამოყენებით რუსულმა ძალებმა განახორციელეს თავდასხმითი ოპერაციები ქალაქ სევიეროდონეცკის მიდამოებში“, - ნათქვამია გენშტაბის მიერ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების საფრთხე კვლავ რჩება.