loader

ვინ არის კაცი, რომელმაც თბილისის ერთ-ერთი ქუჩა გამორჩეული გახადა და რომლის დასათვალიერებლადაც უამრავი ადამიანი მიდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის კაცი, რომელმაც თბილისის ერთ-ერთი ქუჩა გამორჩეული გახადა და რომლის დასათვალიერებლადაც უამრავი ადამიანი მიდის

ზაქარიაძის ქუჩას, თბილისის სხვა უბნებისგან მარტივად გამოარჩევთ. საბურთალოს ეს ნაწილი თბილისის ყველაზე სუფთა ქუჩის ტიტულს ატარებს.

ზაქარიძეზე ბეტონის კორპუსებისა და მტვრიანი ასფალტის ნაცვლად, გამწვანებული სკვერები, მოვლილი ეზოები, და საინტერესო სკულპტურები დაგხვდებათ. რომლის სულისჩამდგმელიც საბურთალოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მშვილდაძეა. ყველაფერი კი 7 წლის წინ დაიწყო.

ლევანის თქმით, გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საქმეა, მთავარი მონდომება და სურვილია, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ყველაფერი გამოვა. ზაქარიაძის ქუჩა, მაგალითი გახდა სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის, ლევანს კი თითოეული მაგისთვის რამდენიმე რეკომენდაცია აქვს.

ლევანის დაწყებულ საქმეს, დღეს ბევრი გულშემატკივარი და მონაწილე ჰყავს, დევიზი, სახლი ეზოდან იწყება ზაქარიაძელების საერთო აზრს აერთიანებს.

იდეიდან რეალობად ქცეულ ამბავს კიდე ერთი საინტერესო ნაწილი აქვს, სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ნიშნავს ბედნიერებას, როგორც ლევანი ამბობს, სიყვარულის პროექტი თბილისად დაიწყება და მსოფლიოს რამდენიმე წერტილში გავრცელდება.

ყველაფერი რასაც ამ ქუჩაზე ხედავთ, ან ლევანის ხელით არის გაკეთებული ან მისი იდეით. თუ გაინტერესებთ, ზაქარიაძის ქუჩის სილამაზე იხილო, 28-29 მაისს მისივე ორგანიზებით კონცერტი გელოდათ ვარდობის თვის ერთი დღე ზაქარიაძეზე.