სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში - ადგილობრივებმა 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ქალაქის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზე. ცეცხლი "მერსედესის" მარკის ავტომობილს გაუხსნეს. სავარაუდოდ, არიან დაჭრილები.
,,პირველების" ინფორმაციით, შუქნიშანზე გაჩერების დროს "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლს ჩასაფრება მოუწყვეს.
ადგილობრივებმა 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს.
არაყიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
ვიდეო: "ტვ პირველი"