loader

"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა..." - რა უნდა ვიცოდეთ "მაიმუნის ყვავილის" ვირუსზე,  ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა..." - რა უნდა ვიცოდეთ "მაიმუნის ყვავილის" ვირუსზე,  ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

"მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჩუტყვავილას ვაქცინა იცავს. სინამდვილეში ამ ვირუსს ჩუტყვავილასთან საერთო არ აქვს" - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ინფექციონისტმა განმარტა, უკვე არსებობს "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა.

„ეფექტურია ყვავილის ვაქცინაც. ასევე არსებობს "მაიმუნის ყვავილის" ვაქცინაც, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა. რაც შეეხება ანტივირუსულ მედიკამენტებს, არსებობს დარეგისტრირებული ანტივირუსული მედიკამენტებიც. 18 მაისს დარეგისტრირდა ვენაში გასაკეთებელი ფორმაც იმათთვის, ვისთვისაც ყლაპვა იქნება გართულებული დამძიმებული მდგომარეობის გამო“, - აღნიშნა მან.