loader

“იმასაც მოვესწარით, რომ საქართველოში ქალებს დაცვა სჭირდებათ კაცებისაგან... გვაპატიეთ, რომ თქვენ გვერდით არ აღმოვჩნდით, ვერ დაგიცავით“ - ლევან ანჯაფარიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“იმასაც მოვესწარით, რომ საქართველოში ქალებს დაცვა სჭირდებათ კაცებისაგან... გვაპატიეთ, რომ თქვენ გვერდით არ აღმოვჩნდით, ვერ დაგიცავით“ - ლევან ანჯაფარიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ბოლო დროს გახშირებულ ფემიციდის ფაქტებს ეხმაურება:

“იმასაც მოვესწარით, რომ საქართველოში ქალებს დაცვა სჭირდებათ კაცებისაგან...

ეს ადრეც ხდებოდა, მაგრამ ამ ჭირმა ისე იჩინა თავი, რომ აღარ იმალება...

რა უნდა ვთქვა?! მხოლოდ ერთი - ქალბატონებო, მანდილოსნებო, გოგონებო, დედიკოებო, დაიკოებო! დარწმუნებული ვარ, ახლა, ჩემთან ერთად, ყველა კაცი, მამაკაცი, გიხდით ბოდიშს არაკაცების გამო. გვაპატიეთ, რომ თქვენ გვერდით არ აღმოვჩნდით, ვერ დაგიცავით ნაძირლებისაგან.

გულწრფელად განვიცდით და ბევრს გკოცნით მაგ ნატკენ გულში.

გაიხარეთ!

გვიყვარხართ!

აბა, ბიჭებო, ალავერდი თქვენთან ვარ!“ - წერს ლევან ანჯაფარიძე.