"ნუ ცრუობ! მატყუარა კაცი! სირცხვილია" - დაპირისპირება ბათუმის საქალაქო სასამართლოში
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც 6 მაისს აქციაზე დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს, ხმაური იყო.
ცნობისთვის, 6 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. მათ პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა კარვები აიღეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. მათი ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 მაისს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.