loader

ვრცელდება სერგეი ლავროვის მიმართვა - "ჩვენ ყველაზე სერიოზულად გავაფრთხილეთ დასავლეთი..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სერგეი ლავროვის მიმართვა - "ჩვენ ყველაზე სერიოზულად გავაფრთხილეთ დასავლეთი..."

თუ დასავლეთი რუსეთის ტერიტორიაზე პოტენციური დარტყმისთვის კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ეს იქნება ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსმა დიპლომატმა ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც „საღი აზრი შეინარჩუნეს“, მოუწოდა, აღკვეთონ ესკალაციის ახალი რაუნდი.

„ჩვენ ყველაზე სერიოზულად გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი უკვე აწარმოებენ არაპირდაპირ ომს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინელი ნეონაცისტების ხელებით, სხეულითა და ტვინით, მაგრამ შორი მოქმედების იარაღის მიწოდება იქნება სერიოზული ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ“, - დასძინა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები დასავლეთში, რომლებიც, მისი თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე დარჩა, აცნობიერებენ ამ ყოველივეს.