loader

"მთელი ღამე აქ ვიყავით, პასუხის ღირსადაც არ გვთვლიდნენ" - ქუთაისის აეროპორტში ხმაური იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი ღამე აქ ვიყავით, პასუხის ღირსადაც არ გვთვლიდნენ" - ქუთაისის აეროპორტში ხმაური იყო

ქუთაისის აეროპორტში ფრენის გაუქმებას მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. 235 მოქალაქე კომპანია "ვიზიარს" უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, მილანის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა რამდენჯერმე გადაიდო, მოგვიანებით საერთოდ გაუქმდა, მიზეზად კი თვითმფრინავის გაუმართაობა დაასახელეს.

მგზავრების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში იყვნენ და არც კომპანიამ და არც აეროპორტმა ყურადღება არ მიაქციეს. მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება. ისინი ბილეთების გადაცვლას ცდილობენ, რადგან თუ დროულად არ ჩაფრინდებიან მილანში, სამსახურს დაკარგავენ.

"მთელი ღამე აქ ვიყავით და წყალიც კი არავინ მოგვაწოდა, ავადმყოფი ადამიანები და ბავშვები იყვნენ და პასუხის ღირსადაც არ გვთვლიდნენ. გვეუბნებიან, გადაგვიცვლიან ბილეთებს ან კომპენსაციას მოგვცემენ, მაგრამ იქ სამსახური გველოდება და თუ დროულად არ ჩავალთ, დავკარგავთ. ზოგს ოპერაცია აქვს დაგეგმილი და პრობლემები შეექმნებათ. ცუდია, როდესაც კომპანია მგზავრებს ყურადღებას არ აქცევს", - აცხადებენ მგზავრები.