“იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარდგება პარლამენტში“ - სიახლე დიასპორის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ქართული პასპორტის აღება სურთ
ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება.