loader

"ვფიქრობ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს უჩვეულო აფეთქებაა და სერიოზულად უნდა მივუდგეთ" - ზაზა წერეთელი "მაიმუნის ყვავილის" შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვფიქრობ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს უჩვეულო აფეთქებაა და სერიოზულად უნდა მივუდგეთ" - ზაზა წერეთელი "მაიმუნის ყვავილის" შესახებ

"ვფიქრობ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს უჩვეულო აფეთქებაა და სერიოზულად უნდა მივუდგეთ" - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არაფერია სანერვიულო, თუმცა კარგი იქნება, თუ 2020 წლის დასაწყისის შეცდომებს არ გავიმეორებთ.

"მაიმუნის ყვავილი" - ჯერჯერობით არაფერია სანერვიულო, თუმცა მაინც კარგი იქნება, თუ 2020 წლის დასაწყისის შეცდომებს არ გავიმეორებთ და ამჟამად გამოთქმული ბევრი ვარაუდის გამო მოქმედებები არ დაგვიანდება. კერძოდ კი, როდესაც ახლა საუბრობენ, რომ ვირუსის შეცვლის მტკიცებულება არ არის, ალბათ, ეს ცოტა ნაადრევია, რამეთუ რეალურად არის მუტაციები ადრინდელ გენომებთან შედარებით - უბრალოდ არ ვიცით, რას ნიშნავს ისინი, მაგრამ ცვლილებას ვერ გამოვრიცხავთ.

ყველა საუბრობს, რომ დაავადება მსუბუქია, მაგრამ ალბათ, არცერთ ჩვენგანს არ სურს, რომ მას ან მის ახლობელს ის დაემართოს. მით უმეტეს, როცა შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ჯგუფი შეიძლება ძალიან დაავადდეს. ამას ემატება მკურნალობის შეზღუდული შესაძლებლობები და ფაქტი, რომ 40-50 წლამდე ადამიანები აღარ არიან ვაქცინირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ენდემური ვირუსი, რომელიც ცნობილია ბევრისთვის დიდი ხანია, ასეთი დიდი გავრცელება არაენდემურ კერებში ჯერ არასდროს გვინახავს.

მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ინფექციის შიში ახლავე, მაგრამ ალბათ, კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ კოვიდის გამოცდილებას და თავიდანვე იქნება გულწრფელი და გამჭვირვალე კომუნიკაცია, რაც ნდობისა და პატივისცემის გასაღებია. ამიტომ, ვფიქრობ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს უჩვეულო აფეთქებაა და სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას", - წერს ზაზა წერეთელი.