loader

"ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა" - თინა ხიდაშელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა" - თინა ხიდაშელი

"ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა. აღარ მახსოვს, რა თანამდებობაზე დაინიშნა, დანიშვნიდან ერთ კვირაში რაღაც მოხდა იქ. არ ვიცი, მე არ ვესწრებოდი იმ პოლიტსაბჭოს სხდომას და სრულიად ერთმნიშვნელოვნად, გადაწყვეტილი ჰქონდა მისი გაგდება. უსუფაშვილმა გადაარჩინა მაშინ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს.

ივანიშვილის აზრი ყოველ წუთას გვესმის ირაკლი კობახიძის პირიდან. ის უბრალოდ ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილს, ცოტა უფრო უნიჭოდ, ვიდრე თვითონ ივანიშვილს რომ ელაპარაკა, ისევე, როგორც ღარიბაშვილი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.