თბილისის ცენტრში მამაკაცმა საყვარელ მეუღლეს დიდი სიყვარულის ნიშნად სასახლე აუშენა - "აი, ახლა პირველად შეგიპატიჟებთ სიყვარულის ოთახში"
კარგარეთელის 6 ნომერი მუდმივად ხალხმრავალია. ისტორია, რომელსაც სასახლე იტევს, ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის სულის შემძვრელია. წარსულის ამ დიდ მემატიანეს ხელოვნების სასახლის სახელით იცნობენ, რადგან ის მუსიკის, კინოს, თეატრისა და სიყვარულის დიდ ისტორიას იტევს. ამბავი, რომელსაც დღეს გიყვებით, სავსეა ლეგენდად ქცეული ემოციებით, რომელსაც აგრაფინა ჯაფარიძემდე და კონსტანტინე ოდენბურგამდე მივყავართ.
მათი სიყვარულის ისტორიის სიმბოლოდ სწორედ ეს სასახლე იქცა. მუზეუმის რესტავრაცია 2012 წლიდან მიმდინარეობს, ბოლოს კი სიყვარულის, იგივე საიდუმლო ოთახი იპოვეს.
შენობა 1895 წელს აშენდა. წყვილის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, ახლა კი გიყვებით იმ საიდუმლო ოთახზე, სადაც წყვილი ქორწინებამდე ფარულად ხვდებოდა.
გარდა იმისა, რომ ადგილის ისტორია, საწყისშივე საინტერესოა ოთახის ინტერიერიც.