უახლესი კადრები მარიუპოლიდან - ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში “საფილტრაციო ბანაკი“ გახსნეს
მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი პარალელურად “საფილტრაციო ბანაკის“ ფუნქციას ითავსებს.
ვიდეო და დეტალები მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ გამოაქვეყნა.
მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა ყოფილი მაღაზია “მეტროს“ შენობაში დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილება მოსახლეობისთვის, იქ მისულები კი პირველად დაკითხვას ექვემდებარებიან, ხდება თითოეულის იდენტიფიცირება.
მათ, ვისაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტაქტი უდასტურდებათ, სხვა მიმართულებით აგზავნიან.