“ირაკლი კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას“ - გიორგი გახარია
ირაკლი კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას, - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვინარჩუნებს ეროვნულ პერსპექტივას და გვაძლევს შესაძლებლობას იმ ცუდ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ.