loader

"თუ ჩემი სიმართლე არ დადგინდა, სამუდამო მომისაჯეთ" - რა განაცხადა ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებულმა სასამართლოზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ჩემი სიმართლე არ დადგინდა, სამუდამო მომისაჯეთ" - რა განაცხადა ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებულმა სასამართლოზე?

ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილი თავის ყოფილ მეუღლეს ბავშვთა პროსტიტუციაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ასლანიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, დანაშაული სწორედ იმის გამო ჩაიდინა, რომ აღნიშნულის შესახებ შეიტყო.

"ეს შემთხვევა, რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ უმიზეზოდ არ მომხდარა და სიზმარი არ მინახავს. ამ ქალბატონს წლების წინ გავუხსენი მეილი. ეჭვის საფუძველი მომეცა. ის დარეგისტრირდა "ფეისბუქზე". მეილზე შევედი, "ფეისბუქზე" გადავედი და ვხედავ დღეში 50 კაცთან უხამს და უცენზურო მიმოწერას”, - განაცხადა ასლანიშვილმა.

აღნიშნულს მოჰყვა ადვოკატის, ელისო რუხაძისა და პროკურორ ნაზი მირიანაშვილის პროტესტი.

"ღამე წავიკითხე მესიჯები და თვალები შუბლზე ამივიდა. თუ ჩემი სიმართლე არ დადგინდა, ათი სამუდამო მომისაჯეთ", - განაცხადა ასლანიშვილმა.

ცნობისთვის, 23 მაისს ლევან ასლანიშვილმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.