როგორი ამინდი იქნება ხვალიდან საქართველოში?
26 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტო ავრცელებს.
"26 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, 28 მაისს +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონებში.
ქალაქ თბილისში 1-ელ ივნისამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +24, +26, 28 მაისს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 29-31 მაისს +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.