loader

"ჩემი ვალია, უკრაინელებს დავეხმარო“ - მაქსიმ გალკინი უკრაინელების დასახმარებლად კამპანიას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ვალია, უკრაინელებს დავეხმარო“ - მაქსიმ გალკინი უკრაინელების დასახმარებლად კამპანიას იწყებს

რუსული ესტრადის ვარსკვლავური წყვილი მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა ისრაელში იმყოფებიან, სადაც საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადებიან. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ტელესახემ განაცხადა, რომ ვალდებულია, როგორც რუსეთის მოქალაქე უკრაინელებს დაეხმაროს.

„მე წარმოვადგენ იმ ფონდებს, რომლებსაც ვეხმარები. ერთ-ერთი მათგანია @austrian.aid, თუ გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, ამ ფონდის მეშვეობით უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარეთ. ვგეგმავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვქონდეს კონცერტები, თუ საშუალება მომეცა, რუსეთშიც.“ - ამბობს გალკინი.