loader

"კარგი ამბავი! პანიკას არ აჰყვეთ" - გიორგი ფხაკაძე "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის შესახებ პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგი ამბავი! პანიკას არ აჰყვეთ" - გიორგი ფხაკაძე "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის შესახებ პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის შესახებ პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, "მაიმუნის ყვავილის" ვირუსით არც ერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

"კარგი ამბავი! დაწყნარდით, "მაიმუნის ყვავილის" ვირუსი 17 ქვეყანაში (აფრიკა არ ითვლება, იქ ეს ვირუსი სულ იყო და, სავარაუდოდ, იქნება. იქ ამ ვირუსის გარდა კიდევ ბევრი ვირუსია, ეს ისე) გავრცელდა და არც ერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა დღეის მდგომარეობით (ამ 17 ქვეყანაში).

პანიკას არ აჰყვეთ, შეირგეთ ზაფხულის მზე. არავინ აპირებს "ლოკდაუნების" გამოცხადებას ამ ვირუსის გამო. ჯანმრთელობას გისურვებთ" - წერს ფხაკაძე.